GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: წინა მთავრობა აფერისტების დიდი კორპორაცია იყო
16:00 23.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, წინა მთავრობა აფერისტების დიდი კორპორაცია იყო და მათ რომ გაეგრძელებინათ ქვეყნის მართვა, საქართველოს რაც დენი ჰქონდა, ისიც კი აღარ ექნებოდა.

ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს სვანეთში „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის დაწყებისას გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, „ვარდების რევოლუცია“ რომ არ მომხდარიყო ახლა, მოსახლეობა აბსოლიტურ სიბნელეში იქნებოდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნენსკრაჰესი“ გრანდიოზული მოვლენა და ისტორიული მშენებლობის დასაწყისია.

„ენგურჰესის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე არასოდეს აშენებულა ამ სიმძლავრის ჰესი. 4-5 წლის წინ ამაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. ჩვენ მართლაც ძალიან დიდი მოვლენის წინაშე ვართ. 5 წელიწადში სვანეთში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური იქნება და ამავე პერიოდში 5-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება სიმძლავრე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მშენებლობის დაწყების შემდეგ ათასი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და პრაქტიკულად ხეობაში უმუშევრობა აღარ იქნება.

„ეს არის პირველი ჰესი, რომელიც აამუშავებს ჩვენს ენერგეტიკას ზამთარში. ვარდების რევოლუცია, რომ არ მომხდარიყო ახლა აბსოლიტურ სიბნელეში ვიჯდებოდით. ძარცვა რომ გაეგრძელებინა ენერგო მაფიას, იმათ ვინც ახლა საცეცებით მოიწევს ხელისუფლებაში, ის დენიც არ იქნებოდა ქვეყანაში, რაც არის.

რომ არ ყოფილიყო რევოლუცია არ იქნებოდა დენი და კიდევ 10 წელი ბავშვების თაობა გაიზრდებოდა აბსოლიტურ სიბნელეში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ჰესის მშენებლობა არ დაიწყო, ქვეყანაში ისევ შეიქმნება დეფიციტი.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა1
თბილისში „ფერების ფესტივალი“ გაიმართება2
ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება ფიდეს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მოულოცა3
პროკურატურაში საკადრო ცვლილებები დაიწყო4
სატურნი რეკორდულ ტემპერატურამდე გავარვარდა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X