კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული 1 100
000 ლარი მის პირად ანგარიშზე არ დარიცხულა. როგორც „ხალხის პარტიის“ ლიდერმა, iTV-ში,
გადაცემა „კითხვის ნიშანში“ განაცხადა, აღნიშნული თანხა პარტიის ანგარიშზე
დარიცხეს.
„პირადი და პარტიის ანგარიში განსხვავდება. ეს ფული არა თუ კობა
დავითაშვილს, არამედ "ხალხის პარტიასაც" არ მოხმარდება. აღებულ ფულს „ქართულ
ოცნებას" მოვახმართ. მივიღე თანხა და საჭიროებისამებრ ვხარჯავ მას“,- განაცხადა
კობა დავითაშვილმა და აქვე დასძინა, რომ დამატებით, პრემიის სახით მიღბულ 5 000
ლარს საარჩევნო კამპანიაში ჩადებს.
internet.ge