კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა.
პარტიის პრესცენტრის ინფორმაციით, შანდორ საბოსმა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება პირადად მიულოცა და „ქართული ოცნება
- დემოკრატიული
საქართველოს“
დეკლარაცია
მოიწონა. უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბიძინა ივანიშვილისთვის
მოქალაქეობის
ჩამორთმევის
საკითხითაც
დაინტერესდა.
„საქართველოში შედარებით ახალი ელჩი ვარ. თქვენს ქვეყანაში შარშან
ნოემბერში ჩამოვედი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი შეხვედრა მქონდა, თუმცა
სამწუხაროდ ამ დრომდე არ ვიცნობდი ბატონ ივანიშვილს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო მისი გაცნობა, განსაკუთრებით 21 აპრილის შემდეგ, როცა „ქართული ოცნება“
პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა. მე მას პარტიის დაფუძვნებას ვულოცავ. ვფიქრობ,
კარგია ქვეყნაში იყვნენ პოლიტიკური მოთამაშეები.
სწორედ ამიტომ ოქტომბრის არჩევნები საინტერესო იქნება საერთაშორისო
თანამეგობრობისა და დიპლომატებისთვის“,- განაცხადა საბოსმა შეხვედრის დასრულების
შემდეგ.
internet.ge