რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის წევრების საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები ჯონდი ბაღათურიას მიერ პლენარულ სხდომაზე
გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები
– „ბაღათურია –– ვაზელინი“, „სამართალი ხოჯალის“, „ბაღათურია მოღალატე“ და „გაიყიდა ბაღათურია“.
მათი შეფასებით, ბაღათურიას მიერ სხდომაზე სომეხთა გენოციდის
საკითხის დასმა არასწორია, რადგან ისტორიის საკითხები ისტორიკოსებმა უნდა
განიხილონ და არა პოლიტიკოსებმა.
internet.ge