"ახალი
მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია, ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობას ხვდება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორსანტიასა და ერგეტაში "მემარჯვენეების" ლიდერს მოსახლეობა მიწების პრივატიზების
პრობლემებზე ესაუბრა. მათი განცხადებით, ხელისუფლება იმ მიწებს ართმევს და ყიდის, რომლებიც წლების მანძილზე სოფლების
მოსახლეობას ეკუთვნოდა.
"მიწების პრობლემა
მთელ საქართველოშია. ორსანტიის მოსახლეობაც ხელისუფლების პოლიტიკის მსხვერპლი
გახდა. ხელწერა ყველგან ერთია -
გლეხებს მიწის საკუთრების
დამადასტურებელ საბუთებს ფიქტიურად
უთვლიან, მიწას არ უკანონებენ და შემდეგ აუქციონის წესით ყიდიან. ორსანტიაში ამ გზით
რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა მიითვისეს. მიწის გარეშე სოფლად ცხოვრებას კი აზრი
არ აქვს, რადგან ის ერთადერთი მარჩენალია გლეხებისთვის", - განაცხადა მანანა
ნაჭყებიამ.
ამასთან „ახალი
მემარჯვენეების“ ინფორმაციით, ორსანტიის მოსახლეობა სოფლის შიდა გზების
მდგომარეობასაც აპროტესტებს და აცხადებს, რომ დაპირებების მიუხედავად გზები არ
კეთდება.
internet.ge