ივანიშვილის პრესსამდივნო მედიას სოციალურ ქსელებზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას სთხოვს
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო,
ბოლო პერიოდში, სოციალური
ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ - ეკატერინა ხვედელიძემ, ბიზნესმენის მიერ დაფინანსებული
პროექტების სია გამოაქვეყნა, სიცრუეს უწოდებს.
„გასულ კვირას ქართულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, ეკატერინა
ხვედელიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტების სია.
კიდევ
ერთხელ ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს არ გააჩნია საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში. ფეისბუქში არსებული პროფილები ყალბია და გახსნილია როგორც მის მხარდამჭერთა,
ისე მოწინააღმდეგეთა
მიერ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გვერდები ემსახურება სრულიად გაურკვეველ პირთა ინტერესებს და ატარებს აშკარად გამოხატულ პროვოკაციულ ხასიათს.
როგორც
ცნობილია, სოციალური ქსელის პოპულარიზაციასთან ერთად იზრდება ყალბი პროფილების რაოდენობა. ამიტომ, ვთხოვთ მედიის წარმომადგენლებს,
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოსთან“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge