თარგამაძე: სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის ინტერესებში არ შედის
საპარლამენტო
უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის შემოტანა არც ქართველების, არც აზერბაიჯანელების და არც სომხების ინტერესებში არ შედის.
როგორც
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, თარგამაძემ განაცხადა, 1990–იან წლებში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ეთნიკური კონფლიქტები იყო განვითარებული, მაშინდელმა პარლამენტმა მოახერხა ის, რომ იმ დროს მსგავს ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.
მისი
თქმით, ამ თემაზე
საუბრისას, ნებისმიერი ადამიანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს.
„საქმე ეხება ისეთ ფაქიზ თემებს, რომლებმაც შეიძლება რთული პროცესები გამოიწვიოს და ყველა დაგვაზარალოს. არავის ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ, ფაქტია, რომ ეს პარლამენტი მაგალითია იმისა, რომ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ძალიან მეგობრულად, კეთილგანწყობილად ვთანამშრომლობთ. ამის მაგალითია, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა, მათ შორის იმ რაიონებში, რომელთაც ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები წარმოადგენენ. საქართველო და პარლამენტი ყოველთვის იყო და არის განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ადამიანების თანაცხოვრების მაგალითი“, –
დასძინა მან.
internet.ge