დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე
ხონის რაიონის მოსახლეობას შეხვდება.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“–ს პარლამენტის
პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობას
იმ პროექტებზე ესაუბრება, რომელიც იმერეთის მხარეში ხორციელდება.
ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე, ხონის
რაიონის სოფელ მათხოჯის მოსახლეობასაც შეხვდება და მათ იმ საკითხების გადაწყვეტაზე
ესაუბრება, რომელიც ამ სოფლის მოსახლეობას აწუხებს.
Internet.ge