GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთი მუშაობს იარაღზე, რომელიც ადამიანში შოკს იწვევს
11:34 25.04.2012
დღის სიახლეები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გამოცდას უტარებს უნიკალურ ელექტრომაგნიტურ იარაღს, - წერს „გაზეტა რუ“. აღნიშნული იარაღი, მისი შემქმნელების განცხადებით, ეფექტური საშუალება იქნება ლოკალური კონფლიქტებისას და ასევე, ქალაქის მასშტაბით მასობრივი არეულობების პირობებში. ის გამიზნულია ადამიანზე ზემოქმედებისთვის და აქვს უკიდურესად მაღალი ელექტრომაგნიტური გამოსხივება.

 

„სხივი ადამიანში აუტანელ ტკივილს იწვევს“ - განაცხადა კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა დიმიტრი სოსკოვმა და განმარტა, რომ ძლიერი სხივი ზემოქმედებს ადამიანის კანის ზედა ფენაზე არსებულ ტენთან და მხოლოდ მილიმეტრის მეათედით აღწევს შიგნით, რის გამოც შინაგანი ორგანოები არ ზიანდება - ირწმუნება სოსკოვი, თუმცა ამბობს, რომ ამ დროს ადამიანი უძლიერეს წვას შეიგრძნობს, რამაც, შესაძლოა, შოკიც კი გამოიწვიოს.

გასულ თვეში დასავლურ და თვით რუსულ მედიაშიც აჟიოტაჟი გამოიწვია ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის განცახდებებმა იმის შესახებ, რომ რუსეთში უნდა დაიწყოს„ახალ ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებული“ იარაღის შექმნა“.

 

იდეამ, თვით რუსი ექსპერტებიც შეაშინა, რადგან საუბარი იყო  სხივურ, ფსიქოფიზიკურ და გენურ იარაღზე.

 

იარაღს, რომელიც მხვერპლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ელექტრომაგნიტური რადიაციით იმოქმედებს, შეუძლია ადამიანი ზომბად აქციოს, წერდა Мail on Sunday და განმარტავდა, რომ  ეს იარაღი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც რუსეთის მტრების, ისე საკუთარი დისიდენტების წინააღმდეგ.

 

მოსკოვში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა იუწყებოდა, რომ ვლადიმერ პუტინმა აღწერა ახალი ტიპის იარაღი, როგორც სრულიად ახალი ინსტრუმენტი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.1
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი2
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა საკრებულოსთნ კარვების გაშლა სცადეს3
ბაჩო ახალაიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ4
მექსიკურმა ტელეკომპანიამ მფრინავი თეფშის ვულკანში ვარდნის კადრები გადაიღო (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X