ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შეხვედრა აფხაზურმა მხარემ ჩაშალა
ინციდენტების
პრევენციისა
და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 36-ე შეხვედრის ჩაშლის მიზეზად აფხაზური მხარე სახელდება. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა.
„შეხვედრა აფხაზური მხარის მოთხოვნით ჩაიშალა. დე-ფაქტო
წარმომადგენლებმა ევროკავშირის მისიის
ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის დასწრებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს“,-
აცხადებს უტიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გალში დაგეგმილი შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო.
Internet.ge