საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხაშურში
ბევრი რამ გაკეთდა და ამჟამადაც ახალი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
როგორც ხაშურში ყოფნისას პრეზიდენტმა განაცხადა, რეგიონში მშენებლობა
დაიწყო და მტრის ჯინაზე აღარსოდეს შეჩერდება, რადგან ასაშენებელი კიდევ ბევრია.
„მთავარი ტრასაზე არის კარკასი შენობების, რომელიც
კატასტროფულად აფუჭებს ლანშაპტს. ეს ყველაფერი მოსაშორებელია და იქ, სადაც მათ
ადგილზე ახალი საწარმოები შენდება, ყველა უნდა ამუშავდეს. ჩვენ ხაშურში მოვიყვანეთ
ავტობანი, ყველა გზას დავაგებთ, ყველა სკოლას გავარემონტებთ მომავალი
წლისთვის, ახალი საავამყოფო უკვე გავხსენით და გავხნით ახალ მნიშვნელოვან
ქარხანას. ეს ყველაფერი კი, ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისთვის გაკეთდება“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ხაშურში, მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და სიმბოლურად საძირკველში კაფსულაც ჩადო.
პროექტს ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია Inter Glass Georgia ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია.
Internet.ge