ბაღათურია: სამოქალაქო სექტორი სულეიმანოვის პარლამენტიდან გაწვევის საკითხს აყენებს
ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით,
აზერბაიჯანელი დეპუტატის აზერ სულეიმანოვის პასუხისმგებლობა ეთნიკურად სომხების შეურაცხყოფის გამო უნდა დადგეს.
როგორც ჟურნალისტებს ბაღათურიამ განუცხადა, შეურაცხყოფისთვის მან პასუხი უნდა აგოს.
„ახლა ჩვენ პროტოკოლიდან ამოღებულ სინქრონს ვთარგმნით და საერთაშრისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას ვგეგმავთ. სხვათაშორის, სამოქალაქო სექტორი სულეიმანოვის პარლამენტიდან გაწვევის საკითხს აყენებს. პარლამენტი არ უნდა გახდეს ასპარეზი, ისეთი დეპუტატებისთვის, რომლებიც ასეთ საშიშ განცხადებებს აკეთებენ. ამან, პარლამენტი შეიძლება სომხურ–აზერბაიჯანული დაპირისპირების პოლიგონად გადააქციოს. ჩვენ ამას, არ დავუშვებთ, მაგრამ ხელისუფლება აშკარად პროვოკაციულად იქცევა“, – დასძინა მან.
Internet.ge