GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავამ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 6-ე საერთაშორისო ფორუმი გახსნა
17:45 25.04.2012
დღის სიახლეები

სასტუმრო „რედისონში" ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 6-ე საერთაშორისო ფორუმი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა.

უგულავამ თბილისის საქალაქო ტრანსპორტის, დასუფთავების, ბიზნესისა და ქალაქის ინფრასტუქტურის საკითხებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, კიდევ ბევრი პროექტი უნდა განხორციელდეს.

საერთაშორისო ფორუმს ევროპის, აზიისა და აფრიკის, 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. სტუმრებს შორის იქნებიან სხვადასხვა ქალაქის მერები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლმატიური კორპუსი, ექსპერტები, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

გიგი უგულავა სტუმრებს ქალაქში არსებულ სტაბილურ ბიზნეს-გარემოს, მნიშვნელოვან მიმდინარე პროექტებსა და თბილისის განვითარების სამომავლო სტრატეგიას გააცნობს.

მონაწილეები ქალაქის განვითარებასა და ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.

მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს თბილისის მერია წელს მეექვსედ ატარებს. 2012 წლის ფორუმში 20-ზე მეტი ქვეყნის: საქართველოს, ინგლისის, გერმანიის, ავსტრიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ავღანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლიტვის, მალაიზიის, ჩინეთის, ჩეხეთის, სამხრეთ სუდანის, ირლანდიის, ფინეთისა და პოლონთის 80-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმის ფარგლებში თბილისში ვიზიტით ჩამოვლენ კაიროს, ჯუბას, ნაირობისა და ვილნიუსის მერები.

საერთაშორისო ფორუმის მთავარი თემაა: მომავლის ქალაქები. შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები იმსჯელებენ, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის კავშირები საერთაშორისო მასშტაბით, როგორი უნდა იყოს ქალაქის მმართველობის ფორმა და რაზეა დამოკიდებული კონკურენტუნარიანი ქალაქის საცხოვრებელი პირობები, როგორც ევროპაში, ისე აზიასა და აფრიკაში.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა თემატური პარალელური სესიები გაიმათება, სადაც თბილისის მერიის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები უცხოელ კოლეგებსა და სტუმრებს საკუთარი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ და იმ პროექტებზე იმსჯელებენ, რომელიც თბილისში ხორციელდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მეცნიერების დასკვნით, გაზიანი სასმელების მიღება ქალებში ინსულტს იწვევს1
კოტროჩენის სასახლეში მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდება2
მეზობელმა ქალმა 2 წლის ბავშვს ყელი გამოჭრა3
სახალხო დამცველი დევნილთა მიერ სხვადასხვა შენობების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა4
ფარული ვიდეომასალის მიხედვით კანონიერ ქურდებთან კავშირი გოგა ხაინდრავს ჰქონდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X