„მოსკოვი სისხლით მოირწყვება
და მას მკვდარ ზღვად გადააქეცევენ, თუ ვინმე ხელს შეუშლის მუსულმანებს რუსეთში
შარიათის სასამართლოები შექმნან“ - ასეთი განცხადება გააკეთა ტელეკომპანია
„რენ-ტვ“-ს ეთერში ადვოკატმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სოციალური პოლიტიკის
თავმჯდომარის თანაშემწემ დაგირ ხასავოვმა.
მისი აზრით, შარიათის
სასამართლოები არალეგალურად ისედაც რუსეთის მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს და ამიტომ
მათ ოფიციალური სახე უნდა მიეცეს. ამჟამად იურისტი „მუსულმანურ კავშირს“ ქმნის,
რომელიც რუსეთის მასშტაბით ისლამური უფლებების საკითხით დაკავდება.
„მუსულმანებს არ სურთ
ჩაერთონ მრავალსაფეხურიან სასამართლო სისტემაში, ის მათთვის უცხოა. თქვენ თვლით,
რომ ჩვენ რუსეთში მოვდივართ როგორც უცხო ადგილზე, ჩვენ კი ვთვლით, რომ საკუთარ
სახლში ვართ. შესაძლოა, თქვენ ხართ აქ უცხოები, ჩვენ კი ჩვენსავე სახლში ვართ. ჩვენ
დავამყარებთ ჩვენს წესებს, რომელიც გვაწყობს - მოგწონთ თუ არა თქვენ ეს.
ნებისმიერი მცდელობა წინააღმდეგობისა, სისხლს გამოიწვევს, მოსკოვში მეორე მკვდარი
ზღვა იქნება. ჩენ ქალაქს სისხლით ავავსებთ“ - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ
„ამ ქსელს არაბული ხალიფატის მასშტაბებამდე“ გაზრდიან.
Internet.ge