ტუნისის
პრეზიდენტმა
მონსეფ ალ-მარზუკიმ მოუწოდა თავის სირიელ კოლეგას ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი, - იუწყება „როიტერი“. მისი თქმით, ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდება.
„შენ
და შენი ოჯახი, უკეთესია, თუ ქვეყანას ცოცხლები დატოვებთ. თუ შენ მოკვდები და ისე წახვალ, ეს კიდევ ათასობით უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლს ნიშნავს. სისხლი კი უკვე საკმარისად დაიღვარა“ - თქვა მარზუკიმ.
მან
სირიის მოკავშირეებსაც მიმართა: „რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა უნდა გაიგოს, რომ ამ ადამიანის დღეები დათვლილია მაშინაც, თუკი ისინი მის დაცვას გააგრძელებენ. მათ ურჩევნიათ უბიძგონ მას, ხელისუფლება თავის მოადგილეს გადასცეს“.
ტუნისში
2011 წელს
რევოლუციამ
მშვიდობიანად
ჩაიარა. ქვეყანას ჰყავს დროებითი პარლამენტი და პრეზიდენტი - მარზუკი, რომელიც დისიდენტი და ყოფილი პოლიტპატიმარია.
ტუნისმა ასადს ადრე შესთავაზა, რომ თავშესაფარს მისცემდა, თუკი ძალაუფლების დათმობის შესახებ გადაწყვეტილებას
მიიღებდა.
internet.ge