„ქრისტიან–დემოკრატების“ შეფასებით, მინდია გულიას საპარლამენტო
არჩევნებში მონაწილეობა თუ სურს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
როგორც
ჟურნალისტებს ვეფხვაძემ განუცხადა, გულუა ევროკავშირის მოქალაქე არ არის, არამედ ის რუსეთის
მოქალაქეა და თუ მას ევროკავშირის მოქალაქეობა
აქვს და აქ 10 წელი უცხოვრია, პრობლემები
არ შეექმნება.
„გულუა თუ ვინმეს არ მოსწონს, ეს შეუძლია არჩევნებზე გამოხატოს. თუ
ვინმეს მიაჩნია, რომ რუსეთის მიმართ განსაკუთრებული გრძნობების გამო, გულუა ქართულ პოლიტიკაში არ უნდა შემოვიდეს, მასზე უფრო განსაკუთრებული ემოციური
დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ბევრ სხვა პოლიტიკოსს აქვს“, – დასძინა დეპუტატმა.
შეგახსენებთ,
რომ „ქრისტიან–დემოკრატების“ ინიციატივით, მომავალ
საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ასევე,
არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ
მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც
უცხოვრიათ.
საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, პარტია „განახლებული
საქართველოსთვის“ მრჩეველი
საერთაშორისო საკითხებში - მინდია
გულუა, მზად არის
საქართველოში ჩამოვიდეს და პარტიას სათავეში ჩაუდგეს.
internet.ge