მმართველი
გუნდის წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, დე–ფაქტო
ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის მხრიდან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან ურთიერთობის შესაძლო გაწყვეტის თაობაზე განცხადება – რუსეთის დამოკიდებულებას გამოხატავს.
როგორც
ჟურნალისტებს მინაშვილმა განუცხადა, ანქვაბი კრემლის იდეებს ახმოვანებს.
„არასერიოზულია კომენტარის გაკეთება იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ იმართება. უპირველეს ყოვლისა, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთი კონსტრუქციულ ურთიერთობაზე ორიენტირებული არ არის. აფხაზეთი კი, აქ არაფერ შუაშია, რადგან მთავარი ძალა რუსეთის ფედერაციაა და ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი განცხადებების გაკეთებაც რუსეთის დამოკიდებულებას გამოხატავს”, - აღნიშნა დეპუტატმა.
მინაშვილის
თქმით, აუცილებელია რუსეთზე ის პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა გაგრძელდეს, რომელიც საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან ახლაც ხორციელდება.
internet.ge