პეტრიაშვილი: ხელისუფლება ცდილობს, აფხაზებთან და ოსებთან წარუმატებელი მოლაპარაკებები ოპოზიციას გადააბრალოს
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი
ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, ხელისუფლება აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების
წარუმატებლობას სხვა პოლიტიკურ ძალებზე გადაბალებას ცდილობს.
პეტრიაშვილის
თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობებთან მოლაპარაკებებში, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას მცირე პროგრესიც კი არ
აქვს და სიტუაცია თანდათან ჩიხში შეჰყავს.
„ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს უსუსურ ბრალდებებს უყენებს და მათ ე.წ. მეისრეებად გამოყენებას ცდილობს“,-
ნათქვამია პეტრიაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა.
მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები"
მხარს უჭერენ საქართველოში ევროკავშირის მისიის არსებობას და მათი მოქმედების შეფერხება არ სურთ.
პეტრიაშვილის
განმარტებით,
"თავისუფალი
დემოკრატების"
ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებით განცხადებები, როგორც პასუხისმგებლობის
მქონე პოლიტიკოსმა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საფრთხეების პრევენციის მიზნით გააკეთა, რასაც კონკრეტული შედეგებიც მოყვა.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთის
დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას
საფუძველი
ცალკეული პოლიტიკოსების
"უპასუხისმგებლო
და სულელურმა განცხადებებმა"
მისცა.
აფხაზეთის
დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ანჟეი ტიშკევიჩი გუშინ არასასურველ პიროვნებად გამოაცხადა.
"ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ მძიმე ინციდენტების, მათ შორის მკვლელობების და ასევე აფხაზეთის დაშანტაჟების მცდელობების უარყოფა. ტიშკევიჩი, რომელიც არის ჟენევის მოლაპარაკებების
ფორმატის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრი, მუდმივად იგნორირებას უკეთებს აფხაზური მხარის მიმართვებს, ასევე აყენებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების
დაშვების საკითხს, რაც ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას. გარდა ამისა, ტიშკევიჩს და მისიას შეუმჩნეველი დარჩათ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ახლოს, უკანონო შეირაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება, რაზეც არაერთხელ ისაუბრეს ქართველმა პოლიტიკოსებმაც",
- ნათქვამია
დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
internet.ge