ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, კითხვების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით,
განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის კრიტიკას არ იზიარებს და მას გამოთქმების გამო
საყვედურობს.
როგორც სამთავრობო საათზე ბაღათურიამ განაცხადა, მინისტრის მიერ გამოთქმული
კრიტიკა მის დონეს, კვალიფიკაციასა და ზრდილობას აჩვენებს.
„მინისტრი პარლამენტში მობრძანდით, რომ დეპუტატების შეკითხვებს პასუხი
გასცეთ და გამოსვლას ასე იწყებთ, რომ ძალიან დაბალი დონისა და კვალიფიკაციის შეკითხვები დაგისვეს. შესაბამისად, ეს პირდაპირ აჩვენებს თქვენს დონეს, კვალიფიკაციასა და ზრდილობას. როდესაც,
თქვენ პარლამენტში ასე იქცევით და ასეთ თავხედობას ბედავთ, თავისთავად ცხადია, როგორ
მოექცეოდით 15 წლის მოსწავლეს მიხეილ ალექსიძეს“, – განაცხადა ბაღათურიამ.
internet.ge