საპარლამენტო
უმრავლესობის
ერთ-ერთი ლიდერის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ჯონ მაკკეინის მხარდაჭერას საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს წიკლაურმა განუცხადა, მსგავსი ტიპის მხარდაჭერა ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება და ნატოს გადაწყვეტილებაზე აისახება.
დეპუტატის
თქმით, დღეს მაკკეინის განცხადებაში, სადაც სენატორმა
ჰილარი კლინტონს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, დიდი როლი ასევე, ავღანეთში ქართული მისიის ყოფნამაც ითამაშა.
„ჯონმ
მაკკეინის
მხარდაჭერას
საქართველოსთვის
არსებითი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც რუსეთი უჩვეულოდ არის გააქტიურებული და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატეხვას ცდილობს. ასეთ პირობებში კი, ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს განვითარებასა და მის მონდომებას ამჩნევენ. ასეთი
სახის განცხადებისას, დიდი როლი ეკისრება ავღანეთში ქართული ჯარების ყოფნასაც. მსგავსი ტიპის მხარდაჭერა სასიკეთოდ წაადგება საქართველოს და ნატოს გადაწყვეტილებაზე
აისახება“,-
განაცხადა
წიკალურმა.
შეგახსენებთ,
რომ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მაკკეინმა ჰილარი კლინტონს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ჩიკაგოს სამიტი კარგი საშუალებაა საქართველოს მხარდაჭერისთვის,
- იუწყებიან
მედიასაშუალებები.
„მოგიწოდებთ,
გააგრძელოთ
დიპლომატიური
ძალისხმევა,
რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ სამიტზე აღნიშნული იქნება საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რაც თბილისის წევრობისთვის კარგი საშუალება იქნება“ - ნათქვამია წერილში.
Internet.ge