ივანიშვილის თანაგუნდელებმა პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია იუსტიციის სამინისტროში ჩააბარეს
პარტია
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ იუსტიციის სამინისტროს პარტიის იურიდიული რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა.
ივანიშვილის სამდივნოს ინფორმაციით, სამინისტროში დოკუმენტები პარტიის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ ხადურმა და პარტიის წევრმა ეკა ბესელიამ
ჩააბარეს
.
„რეგისტაციისთვის
საჭირო დოკუმენტებს შორის არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2201 წევრის ხელმოწერა (ნაცვლად კანონით დადგენილი 1000 ხელმოწერისა), პარტიის სადამფუძნებლო ოქმი, წესდება, დეკლარაცია, პარტიის სიმბოლიკა და იურიდიული
მისამართის
დამადასტურებელი სხვა საჭირო დოკუმენტაცია. როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ განაცხადა, პარტიის მხრიდან რეგისტრაციისათვის
საჭირო ყველა იურიდიული პროცედურა ზედმიწევნითაა დაცული. კანონის მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტრომ პარტია რეგისტაციაში ერთი თვის ვადაში უნდა გაატაროს“,-
ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge