"ლეიბორისტები" ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. საქმე ეხება პარტიის
მიერ შეტანილ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ლეიბორისტული პარტია“ ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გამოყვანის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოითხოვდა.
“ გრძელდება ჩვენი
შვილების დაღუპვა ავღანეთის სასაკლაოზე. უკვე ორი ათეული ჯარისკაცი ცინკის კუბოთი დაუბრუნდა ოჯახებს და ამ ფონზე, გუშინ საღამოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სააკაშვილ - ივანიშვილის პროამერიკულმა უმრავლესობამ უარი
გვითხრა ჩატარებულიყო რეფერნედუმი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე, რითაც კვლავ
სასიკვდილოდ გაწირა ჩვენი ბიჭები. ფაქტიურად სახეზეა ორგანიზებული მკვლელობა. ჩვენ
ვურჩევთ ამ ბატონებს, თუ ასეთი სასიამოვნოა ამერიკულ ომში მონაწილეობა გააგზავნოს იქ სააკაშვილმა თავისი ძმები, ივანიშვილმა კი შვილები“,- ნათქვამია პარტიის მიერ
გავრჩელებულ განცხადებაში.
Internet.ge