საქართველოს პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მოსწავლეები,
რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში პირველ წელს გამოცდებს მაღალი ქულებით დახურავენ, შემდეგ წლებში გადასახადისაგან
გათავისუფლდებიან.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის სასიცოცლხლოდ
მნიშვნელოვანია, რომ ძველი საბჭოთა დროიდან გამოვიდეს.
„საქართველო გამორჩეულია განათლების კუთხით, იმიტომ, რომ ბოლო წლების
განმავლობაში მოვახერხეთ და კურუფცია განათლების სისტემაში გადავლახეთ, ახლა
საქართველოში უნივერსიტეტებში ჩაბარება ხდება სამართლიანობის პრინციპზე
დაფუძნებით. ასევე, ჩვენ დავიწყეთ საშუალო სკოლაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
ჩვენ რეგიონში კი ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც განახორციელა პროგრამა თითო
კომპიუტერი თითო ბავშვზე, ასევე ინგლისურის მასწავლებლების ქვეყანაში მოწვევა“,-
განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, განათლების სფეროში ბევრი რეფორმა
განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა და
პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დღეს, სასტუმრო ”რედისონში” ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო
სასწავლებლების
ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნეს.
Internet.ge