საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2015
წლისთვის, მოდერნიზაციის პროგრამით, ახალგაზრდობის 90% ინგლისურენოვანი იქნება და
ყველას თანამედროვე ინფორმაციის ენა ეცოდინება.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა მოსწავლეთა
საერთაშორისო ოლიმპიადის გახსნისას გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბათუმში ახალი ტექნოლოგიური ტექნიკუმი
გაიხსნება.
„2008 წელს, სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად ძალიან გაჭირდა
იარაღის შესყიდვა, მაშინ ჩვენმა ინჟინრებმა შექმნეს ქართული შეიარაღება. ამ
ყველაფერმა კი დაგვანახა, რომ ჩვენ შეგვძლებია ტექნოლოგიების სწავლა და წარმოება,
დავანახეთ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს ბაზა“,- განაცხადა სააკშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ის რაც დღესდღეობით საქართველოში ხდება,
არის დასაწყისი იმის რაც მომავალში გაკეთდება.
„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ცენტრი ტექნოლოგიების, გვინდა რომ
ვიყოთ ტექნოლოგების ექსპორტიორები. მთავარი ჩემი ამბიცია კი არის, ის, რომ
საქართველო იყოს ცოდნის და განვითარების ცენტრი“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge