მმართველი გუნდის
წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ამერიკის მაღალი რანგის პოლიტიკოსების
მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან მათ განცხადებებს ძალიან
მაღალი პოლიტიკური წონა აქვს.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”–ს მინაშვილმა
განუცხადა, ნატოსთან დაკავშირებით, ამერიკელი პოლიტიკოსების გზავნილები გავლენას მოახდენს როგორც
ამერიკის ადმინისტრაციაზე ასევე, ნატოს წევრ სახელმწიფოებზე.
„ამერიკის
ადმინისტრაციას საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით, დარწმუნება არ სჭირდება,
რადგან ეს ქვეყანა მხარდაჭრას ყოველთვის აფიქსირებს, იქნება ეს შეხვედრები თუ
სამიტები“, – დასძინა მან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია,
რომ პოლიტიკოსების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები ინტერნსიურად კეთდება.
„საქართველო ფაქტობრივად ევროპული ოჯახის წევრია,
თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატირური ზეწოლა გრძელდება და ეს ჩვენი
დეოკუპაციის წინაპირობაა“, – დასძინა მან.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, თინა ქეიდენაუს განცახდებით, რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის.
Internet.ge