ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას მტკიცებით, თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფცია ინდივიდუალურად შემუშავდა.
როგორც
პარლამენტის შვიდი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ქუთელიამ განაცხადა, პროექტზე
მუშაობისას, ბევრი მოდელი შეისწავლეს, რომელიც საქართველოს ტიპის ქვეყნებს აქვთ, თუმცა, საბოლოოდ, არც ერთი მოდელი არ იქნა გამოყენებული.
მისი
თქმით, ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში რეზერვის კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
შეგახსენებთ,
რომ კონცეფციის პროექტის თანახმად, თავდაცვის რეზერვი მასზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად ორ კატეგორიად იყოფა: სახმელეთო ჯარების რეზერვი და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი.
Internet.ge