GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსკოვი შიშობს, რომ საქართველო მას ნატოს სატრანზიტო ფუნქციას წაართმევს
20:56 27.04.2012
დღის სიახლეები

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, კლუბ „სამოქალაქო პლატფორმის“ კოორდინატორმა „ედინაია როსიადან“ შიში გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს სატრანზიტო მარშრუტის ფუნქცია ავღანეთში, რუსეთს, შესაძლოა, საქართველომ წაართვას. მისი თქმით, დღესდღესობით, ავღანეთში ტრანზიტის ორი გზა არსებობს: ჩრდილოეთის, რომელიც რუსეთზე გადის და სამხრეთის - საქართველოს გავლით.

„თუ ტვირთები საქართველოს ტერიტორაიზე გაივლის, არის ეჭვი, რომ როცა ნატოს ტექნიკა უკან დაბრუნდება, ნაწილობრივ, ის, შესაძლოა, დარჩეს ამ ქვეყანაში“ - ციტირებს სააგენტო „რეგნუმ.რუ“ გრიგორიევის განცხადებას.

დეპუტატმა ასევე დასძინა, რომ საქართველო ახლა ცდილობს რუსეთს ნატოსთვის სატრანზიტო ფუნქცია წაართვას და ალიანსს არწმუნებს, რომ რუსეთზე მარშრუტი მისთვის არასტაბილური იქნება.

„საქართველოს წარმომადგენლები გადათამაშებას ცდილობენ, მათ აწყობთ ნატოს ტრაფიკი საქართველოზე გადიოდეს. კერძოდ, ასეთი საუბრების დროს ნატოსთან, საქართველო იხსენებს პოლემიკას, რომელიც  ულიანოვსკში ნატოს პუნქტის გახსნის თაობაზე გაიმართა“ - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, ულიანოვსკში ნატოს სატრანზიტო პუნქტის გახსნის თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა კრემლი, რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მოსახლეობას უმტკიცებდნენ, რომ ეს არ იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის რუსეთის ტერიტირიის დათმობა და აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ სატრანზიტო მარშრუტის ამუშავებით, მოსკოვი ეკონომიკური სარგებელის მიღებაზე აკეთებდა გათვლას.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილს ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს1
„აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართება2
აქციის მონაწილეები ახალაიას გადადგომის ფაქტს ოვაციებით შეხვდნენ3
ბათუ ქუთელია: კონგრესმენების წერილში აღნიშნულია, რომ არეულობების ხელშეწყობა დაუშვებელია4
19 წლის ახალგაზრდამ მეორადი კამერით დედამიწის მრუდი დააფიქსირა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X