საზოგადოების ტრანსფორმაციის ინსტიტუტის დირექტორმა ოლეგ სოსკინმა დნეპროპეტროვსკში მოწყობილი ტერაქტების მიზეზად ორი სავარაუდო ვერსია დაასახელა.
„ეს არის გაგრძელება იმ გარჩევებისა, რომლის დროსაც დაიღუპა აკსელროდი (დნეპროპეტროვსკელი ბიზნესმენი გენადი აკსელროდი). ის კი, ფაქტობრივად, კოლომოისკის წრეში შედიოდა (კოლომოსიკი - ბიზნესმენი უკრაინისა და ისრაელის მოქალაქეობით). ეს გაგრძელება და გაძლიერებაა ძალიან სერიოზული ომისა“ - განუცხადა სოსკინმა „ცენზორ ნეტს“-ს.
მისი თქმით, არსებობს კიდევ ერთი საშიში მომენტი,
რაც იმაში გამოიხატება, რომ ბოლო პერიოდში დნეპროპეტროვსკში ებრალების ცემის ფაქტები გახშირდა. კოლომოისკი კი არა მარტო ბიზნესმენია, არამედ ის ევროპის ებრაულ კონგრესსაც
ხელმძღვანელობს, თუმცა მას ვერ ეწყობა უკრაინის
„მმართველი ოჯახი“ და ამიტომ, ექსპერტის თქმით, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს დნეპროპეტროვსკიდან კოლომოისკის განდევნისათვის დაწყებული ომი.
მეორე ვერსია სოსკინის თქმით, არის პუტინ-ლუკაშენკოსეული
ვერსია. ეს არის ტერორისტებთან დაკავშირებით სიტუაციის დაძაბვა, რათა ხელისუფლებამ
დააშინოს ხალხი, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და ასეთი გზით შექმნას პირობები საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად, ასევე იმის საჩვენებლად, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი პატრონია, რომელსაც სიმშვიდის უზრუნველყოფა ძალუძს და ეს ადამიანი იანუკოვიჩია, - ამბობს სოსკინი.
Internet.ge