„ლეიბორისტული პარტია“ ოლიგარქებზე მორიგ „გალაშქრების აქციას“ ბიძინა
ივანიშვილის კუთვნილ „ქართუ ბანკთან“ მოაწყობს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს
პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა - კახა ძაგანიამ განუცხადა.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ კლასობრივი ოლიგარქების წინააღმდეგ
ბრძოლას იწყებს. ერთ-ერთი მათგანი კი
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი - ბიძინა ივანიშვილია.
„დღეს აქცია "თი-ბი-სი" ბანკის სათაო ოფისთან გავმართეთ და ყაჩაღ
მამუკა ხაზარაძის მიერ ჩვენი მოქალაქეებისთვის ქონების წართმევა გავაპროტესტეთ. ასე
მოხდება ქაეთველი ერის მტრის - ივანიშვილის შემთხვევაში, რომელიც "ნაციონალური
მოძრაობა" 2 გახდა“,- განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“-ს ძაგანიამ.
internet.ge