დღეს, საქართველოს, ლიტვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის დელეგაცია და ლიტვის პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი ეწვევა.
ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კუბილიუსი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება.
მხარეების შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, 17:30 საათზე გაიამრთება.
შეგახსენებთ, რომ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, შეხვედრები საქართველოში ლიტვის ელჩის რეზიდენციაში,
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ოფისში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან გაიმართება.
ვიზიტის დასასრულს ლიტვის სეიმის დელეგაცია გორს ეწვევა, სადაც შიდა ქართლის გუბერნატორს, გიორგი ტატიშვილს შეხვდება.
Internet.ge