GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საფრანგეთის პრეზიდენტს კადაფისგან ფულის აღებაში ადანაშაულებენ
11:57 30.04.2012
დღის სიახლეები

საპრეზიდენტო არჩევნებში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მოწინააღმდეგის - ფრანსუა ოლანდის საარჩევნო შტაბმა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა მედიაში სარკოზიზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, მედიაში კვლავ აქტულაური გახდა თემა, რომლის თანახმადაც, ლიბიელი დიქტატორის -მუამარ კადაფის რეჟიმი, 2007 წელს, ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.

CNN -ის ცნობით, ასეთი განცხადება ოლანდის შტაბმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 28 აპრილს, ფრანგულმა გამოცემამ - Mediapart, 2006 წლის დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტი დაბეჭდა, რომელიც ადასტურებს, რომ ლიბიის დაზვერვის ხელმძღვანელმა - მუსა კუსამ, სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიისთვის 50 მილიონის გაცემაზე გასცა სანქცია.

სარკოზიმ ბრალდებას „სრული უაზრობა“ უწოდა, თუმცა ოლანდის შტაბი პასუხმა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ახლა თავისი სიტყვა მართლმსაჯულებამ უნდა თქვას.

ასეთი ბრალდება სარკოზის პირველად არ წამოუყენეს. კადაფის რეჟიმთან ფინანსური სარგებლის მიღებაში, სარკოზი, ჯერ კიდევ ლიბიელი დიქტატორის სიცოცხლეში, 2011 წლის მარტში დაადანაშაულეს. მაშინ კადაფის შვილმა - სეიფ ალ-ისლამმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ოჯახისგან 50 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო როცა საფრანგეთმა კადაფის რეჟიმის საწინააღდეგო პოზიცია დაიკავა, დიქტატორის შვილმა ამ ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს უნდა გაიმართოს. როგორც ცნობილია, პირველი ტურის შედეგებით პირველ ადგილზე სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდი გავიდა, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე მეორე ტურში გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკომ ახალი შედეგები გამოაქვეყნა1
ბრეივიკი თავს „სამხედრო მეთაურად“ მიიჩნევს და სამხედრო ტრიბუნალს მოითხოვს2
პატიმარი ქალი ტიმოშენკოსთან დაკავშირებით კიდევ ერთ სკანდალურ ინტერვიუს იძლევა (VIDEO)3
ფოტორეპორტაჟი: ბათუმი ღამით4
ახალი საბაგიროთი მგზავრობა მოსწავლეებისათვის უფასო იქნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X