„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ბიძინა
ივანიშვილს არაკორექტულობაში ადანაშაულებს. როგორც ბუჯანაძემ ჟურნალისტებს
„ქართული-ოცნების“ მიერ 26-27 მაისს დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განუცხადა, ივანიშვილის
გუნდს ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ, „სახალხო კრება“ საქმის
კურსში უნდა ჩაეყენებინა.
„მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ
ოცნებაში" ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 26 მაისს ფილარმონია "სახალხო კრების"
მიერ უკვე დაჯავშვნილი იყო , იცოდნენ, რომ ჩვენ პოლიტიკური ღონისძიების გამართვას
ვგეგმავდით და გვინდოდა ყველა პოლიტიკური ძალის მიპატიჟება, 26-27 მაისთან დაკავშირებით, მათი მხრიდან ჩვენი ელემენტარული ინფორმირება და
კონსულტაცია არ ყოფილა, რაც როგორც პოლიტიკურად, ისე ადამიანურად, ცოტა არ იყოს
არაკორექტულია“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
internet.ge