საპარლამენტო უმრავლესობა დღეს, ფრაქციის სხდომას გამართავს, რომელსაც ორი მინისტრი დაესწრება.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარლამენტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს ელიან.
არსებული ინფორმაციით, მინისტრები, საკუთარ უწყებებში, მიმდინარე რეფორმებზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
სხდომა, 14.00 საათზე გაიმართება.
Internet.ge