"ქრისტიან-დემოკრატები” სისხლისსამართლებლივი დამნაშვეების ამნისტიის ინიციატივით გამოდიან.
ამ
საკითხთან დაკავშირებით, ფრაქციამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ინიციატივა
წარადგინა.
როგორც
ჟურნალისტებს ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, ამნისტიის შედეგად გათვალისწინებულია ხუთი
ათასი ადამიანის მსჯავრისგან სრულად გათავისუფლება და ათასამდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის განახევრება.
მისი
თქმით, ამნისტია ზოგადად იმ დანაშაულზეა გათვალისწინებული, რომელიც
ხუთ წელზე მეტს არ ითვალისწინებს და ისედაც არის მსუბუქი დანაშაული.
„ციხეები ისედაც გადატვირთულია, ამასთან, ამ ადამიანებისთვის სასჯელს თავისი პრევენციის ფუნქცია უკვე შესრულებული აქვს და შეიძლება ისინი უკვე სახლში იყვნენ. ამნისტია შეეხება – ეკონომიკური, სატრანსპორტო, და სხვა სახის დანაშაულებს“, –
დასძინა მან.
internet.ge