სააკაშვილი: ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიწყოს ბიზნესი
21:38 30.04.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, "ჯეო კაპიტალის" ახალი ფილიალი გახსნა. მიხეილ სააკაშვილი ქუთაისელებს უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა ასევე დაათვალიერა ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე სამუშაოები, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
"რაც დღეს იხსნება, ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რაც ჩვენ გვინდოდა: პარლამენტი, შენობები, შადრევნები, თეატრები, ყველაფერი კარგია, მაგრამ მთავარია, ბიზნესების მიკროდაფინანსება. კერძოდ, კრედიტები დაბალი პროცენტით.
ჩვენ შვეძელით, რომ ქვეყანაში აღმოგვეფხვრა კორუფცია და ყველა დაწესებულება, რომელიც ჩვენ გავხსენით იმისთვისაა, რომ გაამარტივოს ბიზნესის კეთება და მიკროსაფინანსო ცენტრების მუშაობა. ყველა ქართველი უნდა იყოს პოტენციური მეწარმე და ჰქონდეს შესაძლებლობა დაიწყოს ბიზნესი," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|