რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციას ქუჩაში ხალხის გამოყვანაში
გაეჯიბრება. ოპოზიციის მიერ 6 მაისს დაგეგმილ „მილიონების მარშს“ ვლადიმერ პუტინის
მხარდამჭერ აქციას დაუპირისპირებენ, რომლის ჩატარებაც მოსკოვში დღეს იგეგმება.
ხელისუფლების მხარდამჭერი აქციის გარდა მოსკოვში კიდევ 13
დემონსტრაცია გაიმართება - იუწყება რუსული მედია მოსკოვის მერიაზე დაყრდნობით.
თუმცა, ყველაზე მეტი რაოდენობის ადამიანს პროფკავშირების მოსკოვის ფედერაციის მიერ
ორგანიზებულ და მმართველი პარტიის -„ედინაია როსიას“ მხარდამჭერ
აქციაზე ელოდებიან.
განაცხადში მითითებულია, რომ აქცია 100 000-კაციანი იქნება.
ვარაუდობენ, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დიმიტრი მედვედევიც. ცოტა ხნის წინ
მან თავად განაცხადა, რომ დემონსტრაციაზე აუცილებლად მივა.
გარდა ამისა, აქციებს გამართავენ კომუნისტური,
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების, ასევე „სპრავედლივაია როსიას“ მხარდამჭერები და
ნაციონალისტები.
internet.ge