პარლამენტის წევრზე თავდასხმის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახი ფულად დახმარებას მიიღებს
ახალი რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატზე თავდასხმის
შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება – 15 000 ლარის
ოდენობით მიეცემა.
წარმოდგენილი ცვლილებებით, დაღუპული პარლამენტის
წევრი სახელმწიფოს ხარჯზე დაიკრძალება.
ცვლილებებით, პარლამენტის წევრს, რომელიც აღიარებულ
იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ან დასახიჩრდა, ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის
ოდენობით ეძლევა.
ამასთან, პროექტით, პარლამენტის წევრისთვის
სავალდებულოა პარლამენტის ბიუჯეტიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა და
კანონმდებელი ვალდებულია ყოველწლიურად
სამედიცინო და ნარკოლოგიური გამოკვლევა გაიაროს.
internet.ge