ვლადიმრე
პუტინი და დიმიტრი მედვედევი „ედინაია როსიას“ საპირველმაისო მსვლელობას ჩაუდგნენ
სათავეში. მოსკოვის დროით დილის 10 საათზე, „ლაიფ-ნიუსის“ ცნობით, აქციაში
მონაწილეობის მისაღებად ტვერის ქუჩაზე 20 ათასი ადამიანი შეგროვდა.
ტვერის
ქუჩა საპირველმაისო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაკეტილია.
მსვლელობა მანეჟის მოედანზე მიტინგით დასრულდება, რომლეზეც პრეზიდენტი და
პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვლენ.
პუტინთან
და მედვედევთან ერთად ქუჩაშია გამოსული სახელმწიფო დუმის მმართველი პარტიის მთელი შემადგენლობაც.
აქციის
მონაწილეებს ხელში ხელისუფლების მხარდამჭერი ლოზუნგები უჭირავთ: „არა 90-იანებში
დაბრუნებას“, „პუტინი და მედვედევი - დიდი რუსეთი“, „ედინაია როსია“ - სოციალური
გარანტიების პარტია“ და ა. შ.
როგორც
ცნობილია, კრემლმა აღნიშნული აქციის ჩატარება ოპოზიციის მიერ დაგეგმილი
„მილიონების მარშის“ საპირწონედ გადაწყვიტა, რომელიც პუტინის ინაუგურაციის წინა
დღეს იგეგმება.
Internet.ge