“ლეიბორისტები”
ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბანკების მიერ გაყიდული ქონება მოსახლეობას დაუბრუნდება. აღნიშნული განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ “ლიბერთი ბანკთან" გამართულ აქციაზე გააკეთა.
მისი
თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ოლიგარქების მხილებას აგრძელებს.
"ვპირდებით მოსახლეობას, რომ "ლეიბორისტული
პარტიის" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უკანონოდ მიტაცებული ქონება ჩამოერთმევათ რეკეტიორ-მევახშე ოლიგარქებს და იგი
დაუბრუნდება
მის კანონიერ მფლობელს- ქართველ ხალხს",- განაცხადა ჯიბლაძემ.
Internet.ge