საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
მონაცემების მიხედვით, 2012 წლის პირველ 4 თვეს, ქვეყანას უკვე 978 521 პირი ეწვია, ხოლო მიმდინარე წლის უშუალოდ აპრილის თვე კი 301 243 პირით განისაზღვრა, რაც 2011 წლის იგივე საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს უპრეცედენტოდ მაღალი - 61 პროცენტით აღემატება. წინა წელთან შედარებით კი, მიმდინარე კალენდარული წლის პირველ 4-თვიან ინტერვალში ვიზიტორთა რაოდენობის საშუალო 45%-იანი ზრდა ფიქსირდება.
შსს ინფორმაციით, 2012 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან,
სომხეთიდან,
რუსეთიდან,
უკრაინიდან
და ირანიდან. ასევე მნიშვნელოვანი მატება იყო ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდანაც,
საიდანაც ჩამოსული სტუმრების რაოდენობამ უკრაინისა და ირანის მაჩვენებლებს გადააჭარბა.
განსაკუთრებული
დაინტერესება
იყო მოლდოვისა და ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან, რომელთაგანაც შესაბამისად 73%
და 83%-იანი მატება აღინიშნა.
„2012 წლის პირველი მარტიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, საქართველოში მარტის თვეში ამ ქვეყნიდან
ჩამოსულ ვიზიტორთა როდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითისათვის, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გასამმაგდა კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე
ტენდენცია
შენარჩუნდა
და უფრო გამოკვეთილიც კი გახდა აპრილის თვეში, რომელშიც წინა ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ჯამურმა მატებამ 98% შეადგინა, ხოლო უშუალოდ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა ნაკადი კი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. თუ უშუალოდ სავიზო რეჟიმის გაუქმების თარიღიდან ავითვლით, ვიზების გაუქმების ეფექტიანობის ინდექსი რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობის კუმულაციურ 80%-იან ზრდაში გამოისახება“,-
ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ მონაცემებში.
Internet.ge