თბილისში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება
2–3 მაისს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს
პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხვალ, საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომა გაიმართება,
რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე, თორნიკე გორდაძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი გახსნიან.
რაც
შეეხება 3 მაისს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილი და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე, მილან ცარბნოხი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
ამას
გარდა, დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის
წარმომადგენლებს და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს თემურ აბაშიძეს შეხვდებიან.
Internet.ge