„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მშრომელთა უფლებებს დაიცავს
„ქართული ოცნება“ შრომის დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
და საქართველოს მოსახლეობას აღნიშნულ დღეს ულოცავს. როგორც კოალიციის მიერ,
სოციალურ ქსელში გავრცველებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი შრომის კოდექსით დასაქმებულს პრაქტიკულად არანაირი უფლებები არ გააჩნია და მისი ბედი მთლიანად დამსაქმებლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
„კოალიცია „ქართული ოცნების" დეკლარაციაში მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი მიზანი - ინტეგრაცია ევროპის დიდ ოჯახში. ამ მიზანს კი, საქართველო მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობაში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად აისახება მშრომელთა უფლებების გარანტიები.
ზემოთქმულიდან
გამომდინარე,
კოალიცია აცხადებს: ჩვენ ძირეულად შევცვლით ხელისუფლების დამოკიდებულებას
საქართველოს
მოქალაქეთა
მიმართ,
ჩვენ
შევცვლით არსებულ, დისკრიმინაციულ
„შრომის კოდექსს" და ბოლოს მოვუღებთ ადამიანთა დისკრიმინაციას,
ექსპლუატაციასა
და უუფლებობას.
არც
სახელმწიფოს
და არც დამქირავებელს არ ექნებათ უფლება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლონ ადამიანები. მკაფიოდ განისაზღვრება სამუშაო საათების დაშვებული ზღვარი. დეკრეტული შვებულება კი იქნება გარანტირებული და ანაზღაურებადი. კოალიცია ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების საქმიანობას მშრომელთა უფლებების დასაცავად.
ჩვენ
მოვდივართ,
რათა შევცვალოთ არა მარტო ხელისუფლება, არამედ სახელმწიფოს
პოლიტიკა
და მიდგომა ხალხის მიმართ. ხალხი კი არ უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის მსახური და მათი უფლებების გარანტი",-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge