GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნინო ბურჯანაძე ივანიშვილისგან ხელისუფლებასთან გარიგების დამადასტურებელ მასალებს ითხოვს
18:10 01.05.2012
დღის სიახლეები

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ბიძინა ივანიშვილისგან პრესით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას მოითხოვს. როგორც ბურჯანაძემ ივანიშვილის მიერ „ალიაში“ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ლიდერს ხელისუფლებასთან ბურჯანაძის კავშირის დამტკიცება მოუწევს.

"გაუგებარი და აუხსნელი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჩემი მისამართით წაყენებული ბრალდება. ულტიმატუმის ფორმით მოვითხოვ ბატონ ბიძინასგან დაადასტუროს, ეკუთვნის თუ არა მას ის ბრალდება რომელიც გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნდა? ნამდვილად თვლის თუ არა ივანიშვილი, რომ ნინო ბურჯანაძე არის შეკრული ხელისუფლებასთან და ადასტურებს თუ არა იმას, რომ ვუღალატე სამშობლოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 26 მაისს იბრძოდა სააკაშვილის წინააღმდეგ? არავის ვაპატიებ ჩემი თანამებრძოლების შეურაცხყოფასა და ღირსების შელახვას",- განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა და მე ამას უზრუნველვყოფ. პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები თქვენთვისაც ცნობილია, მე კი კარგად ვიცი, როგორ უნდა ვიბრძოლო“,- აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

ბურჯანაძე ივანიშვილის განცხადებას, კოალიციის „რთული ვითარებით“ ხსნის.

"ისინი რთულ ვითარებაში არიან: ქუჩის აქციებს თავად აანონსებენ. კოალიციაში შემავალი ძალების გამო, კი იხსნება ვითომდა დასავლური ფაქტორი, ამიტომ საჭიროა თავის მართლების ახალი საბაბის ძებნა. გარწმუნებთ, მოღალატეობის ბრალდება დაუსჯელი არ დარჩება"- განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ივანიშვილს პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, საგაზეთო ინტერვიუში, რომელიც დღეს "ალიამ" გაავრცელა, ივანიშვილმა  ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტმა თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობა მოინახულა1
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შტეფან ფულე და ჰელგა შმიდი ჩამოვლენ2
სპორტის სამინისტრო სპორტსმენების განცხადებას ეხმაურება3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 19 ოქტომბრისთვის4
ბიძინა ივანიშვილი: ვანო მერაბიშვილი ჩვენ გუნდში ვერ მოხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X