დღეს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ესპანეთის
სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდა ეწვევა.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ესტონელი
დეპუტატი დღეს, 12:00-12:50 საათზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილს შეხვდება.
ხოლო, 13:00-13:45 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრ - გრიგოლ ვაშაძეს.
ამას გარდა, ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდა 16:00-16:45 საათზე, პარლამენტის ვიცე–სპიკერს, მიხეილ მაჭავარიანს
შეხვდება, ხოლო 16:50-17:35 საათზე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრ, რეინტეგრაციის
საკითხებში - ეკა ტყეშელაშვილს.
რაც შეეხება 3 მაისს, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა
კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე 10:30-11:00 საათზე,
გაფორმების ეკონომიკური ზონას დაათვალიერებს, 12:30-13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს, 13:15-13:45 საათზე, იუსტიციის სახლს, 15:45-16:30 საათზე, თბილისის ღირსშესანიშნაობებს, 16:45-17:15
საათზე, სახელმწიფო მუზეუმის საგანძურს.
ასევე, 17:30-18:15
საათზე, ესპანელი სტუმარი სახელმწიფო
მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი
ბარამიძესთან გამართავს შეხვედრას.
ესპანელი
სტუმარი ქვეყანას 4 მაისს დატოვებს.
Internet.ge