დღეს,
პარლამენტში, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მირზა დავითაია მოხსენებით წარსდგება.
მინისტრის მოსმენა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იგეგმება, სადაც დავითაია ყურადღებას
გაამახვილებს, თუ როგორი განვითარება ჰპოვა კანონმა – „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“.
ასევე,
სახელმწიფო მინისტრი დეპუტატებს 24-29 მაისს ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ დაგეგმილ ღონისძიებებს გააცნობს.
ამას გარდა, კომიტეტის
სხდომაზე, პროექტის – „ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია“ განხილვაც მოხდება.
Internet.ge