ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდას განცხადებით,
ესპანეთი დადებითად აფასებს ქვეყანაში
განხორციელებულ რეფორმებს, რისი დამსახურებითაც ქვეყანა რეგიონში ლიდერია.
ამის შესახებ განცხადება, ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდამ დღეს, საგარეო
საქმეთა სამინისტროში, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე
გააკეთა.
მისი თქმით, ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ ესპანეთი დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკნომიკურ რეფორმებს, რისი დამსახურებითაც თქვენი ქვეყანა რეფორმების მხრივ რეგიონში ლიდერია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ესპანეთის მთავრობასთან აუცილებლად დავაყენებ. ვფიქრობ, საქართველო იმსახურებს, რომ აქ ესპანეთის საელჩო არსებობდეს“,- განაცხადა კომიტეტის
თავმჯდომარემ.
internet.ge