დიასპორის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის, პაპაუნა დავითაიას ინფორმაციით, 27 მაისს, დიასპორის დღესთან
დაკავშირებით, საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე; „დიასპორა და მიგრაციული
პროცესები“ გაიმართება.
როგორც პარლამენტის
დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დავითაიამ განაცხადა,
კონფერენეციაში მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი ქვეყნების სამინისტროებისა და წამყვანი
უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
მისი თქმით, 27
მაისს საკვირაო სკოლებისთვის ტრეინინგ-სემინარები გაიმართება. ასევე, დიასპორის დღესთან
დაკავშირებით საქართველოში 23 ქვეყნიდან დიასპორული საკვირაო სკოლების 50-მდე მასწავლებელი
ჩამოვა.
internet.ge