საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ
ვაშაძე ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდას
შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი.
ამასთან, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას
შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
მხარეებმა
ისაუბრეს,
საქართველოსა
და ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე განიხილეს რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები.
ესპანეთის
სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური
ინტერგაციის
მისწრაფებისადმი.
Internet.ge