საქართველოს ვიცე - პრემიერი გიორგი ბარამიძე
ლიტივს
პრემიერ-მინისტრ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა.
ბარამიძის პრეს-სამსახურის ინფორმაციით
შეხვედრა აჭარაში შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს
საქართველო-ლიტვის თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკისა და ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის
სფეროებში.
ისაუბრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირში
ინტეგრაციის პროცესზე.
საუბრი შეეხო აგრეთვე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პერსპექტივებსაც.
„აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ბოლოს ლიტვა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა გახდება და ამ
მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიტვის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების
ლიტვის პრეზიდენტობის პერიოდში დასრულებასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია ლიტვის მხარდაჭერა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ დიალოგის დროულად დაწყებისა და წარმატებით წარმართვის საკითხში“,- განაცხადა ჟურნალისტებბთან გიორგი ბარამნიძემ
კუბილიუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
Internet.ge