საქართველოსა და ევროკავშირს შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "27-28 მარტს, თბილისში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ოფიციალური მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება."
ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო
კალანდაძემ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზეც ისაუბრა.
საგარეო
უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შეეხება თავისუფალი ვაჭრობის ზონებს, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ერთ-ერთი საყურადღებო საკითხია.
internet.ge